четверг, 15 октября 2009 г.

შეფასების რუბრიკა

შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი ინდიკატორი ინდიკატორის შესაბამისი ქულა მიღებული ქულა





მათემატიკური ობიექტების და ენის გამოყენება არაადეკვატურად იყენებს ცნებებს, ტერმინებს, აღნიშვნებს, არასრულყოფლივად წარმოადგენს მონაცემებს 1 3



იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ზოგიერთ ცნებას, ტერმინსა და აღნიშვნას ნაწილობრივ თუმცა, არა ორგანიზებულად წარმოადგენს მონაცემებს 4 5



იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ცნებების, დებულებებისა და აღნიშვნების უმეტესობას. ახდენს მონაცემთა ორგანიზებას და წარმოდგენას 6 7



იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ყველა ცნებას, დებულებას და აღნიშვნას. ირჩევს მონაცემთა ორგანიზებისა და წარმოდგენის ოპტიმალურ ფორმას 8 10



ამოცანის ამოხსნის გზა ვერ პოულობს ამოხსინის რომელიმე გზას 1 3

პოულობს ამოხსნის რომელიმე გზას, იწყებს მაგრამ ვერ ასრულებს ამოხსნას 4 5

პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას, მიყვება მას, თუმცა ხარვეზებით 6 7

პოულობს ამოცანის ამოხსნის ოპტიმალურ გზას, ბოლომდე ახდენს მის რეალიზებას 8 10

კავშირები დამიმართებები ამოიცნობს ორ, ოდნავ განსხვავებული ფორმით წარმოდგენილ იდენტურ მათემატიკურ ობიექტს(მაგ. განსხვავებული ასითი აღნიშვნებით ჩაწერილ ერთსა და იმავე ალგებრულ გამოსახულებას) 1 3



ამოიცნობს ორ, განსხვავებული ფორმით წარმოდგენილ, იდენტურ მათემატიკურ ობიექტს(მაგ. სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილ ერთსა და იმავე ასახვას) 4 5



აღწერს კავშირს სხვადასხვა სტანდარტულ მათემატიკურ ობიექტსა თუ პროცედურას შორის(მაგ. განტოლების ამოხსნა და მოცემული ასახვისათვის მოცემული მნიშვნელობის წინა სახის პოვნა) 6 7



აღწერს და იყენებს კავშირს სხვადასხვა მათემატიკურ ობიექტებსა თუ პროცედურებს შორის(მაგ. იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს და ტოლობის, უტოლობის თვისებებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას) 8 10



გამოთვლები გამოთვლები არ მეტყველებს ამოცანის გაგებაზე, შედეგი არაადეკვატურია 1 3

შეიცავს გამოთვლების ძირითად ნაწილს, რეალიზება ნაწილობრივ არასწორია 4 5

გამოთვლები ძირითადად სწორია, თუმცა შეიცავს ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს 6 7

გამოთვლები სწორია, არჩეული და გამოყენებული აქვს გამოთვლების ოპტიმალური ხერხი 8 10

Комментариев нет:

Отправить комментарий