воскресенье, 24 октября 2010 г.

v klasis kalendaruli gegma

v klasis kalendaruli gegma

суббота, 20 марта 2010 г.

четверг, 4 февраля 2010 г.

вторник, 3 ноября 2009 г.

пятница, 16 октября 2009 г.

პროექტი


პროექტი

1.თემა: "მათემატიკური ხელოვნება"
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა გაიფართოვონ თვალსაწიერი, წარმოდგენა იქონიონ და თავად გახდნენ შემოქმედნი გეომეტრიული გარდაქმნების კვლევისას.
3.პროექტის სრული აღწერ: კვლევა წარიმართება გეომეტრიული გარადაქმნების გამოყენების სხვადასხვა მაგალითების განხილვით. ცენტრალური, ღერძული სიმეტრიების, პარალელური გადატანის გამოყენებით შექმნილი ნიმუშების წარმოდგენას ხელოვნებაში. გეომეტრიული გარდაქმნების მოძიება ისტორიულ წყაროებში და მათი გამოყენება ორნამენტული კომპოზიციების შექმნისას. დეკორატიულ ხელოვნებასთან სიმეტრიების, პარალელური გადატანის თვისებების მისადაგება. სასურველი ორნამენტის შექმნა სიბრტყის მრავალკუთხედების დაფარვის ამოცანების გამოყენებით. "მათემატიკური ხელოვნების" სხვადასხვა ნიმუშების მოძიება ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, მხატვრულ ნაქარგებში. ორნამენტის ხელოვნების განვითარებაში ღვაწლმოსილი მათემატიკოსები და არქიტექტორები.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-8, მე-9, მე-10
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სიმეტრიებისა და პარალელური გადატანის გამოყენებით პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა კლასში. მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით. სიბრტყის ორნამენტების დაფარვის პროცესში კომპიუტერის გამოყენება. პრეზენტაციის მოწყობა. დისკუსიის გამართვა. ბლოგების შექმნა.
7.მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიძენენ კვლევის, კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,თანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. გაეცნობიან ქართულ და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს. სიბრტყის ორნამენტების დაფარვის პროცესში კომპიუტერის გამოყენებას და ამ გზით შემოქმედებითი პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას.
8.სარგებელი სხვებისთვის: მათემატიკის როლის თვალსაჩინოდ წარმოდგენა, ხელოვნებასთან კავშირი.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ლიტერატურის როლი, მისი ცოდნის აუცილებლობა კონკრეტული კვლევის ჩატარების დროს.
ისტორია - გაეცნონ რამდენად დიდი ხნის წინ განვითარდა "მათემატიკური ხელოვნება."
გეოგრაფია - სხვადასხვა კუთხის და სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ეტაპები.
უცხო ენა - ინფორმაციის მოძჲების დროს საჭირო ინფორმაციის თარგმნა.
ისტ - კვლევა წარმოებს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
11.მონაწილეები სხვა სკოლიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა მახათაძე.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nnmaxatadze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ. ბლოგი:nana-matematikan.blogspot.com

четверг, 15 октября 2009 г.

შეფასების რუბრიკა

შემაჯამებელი სამუშაოს შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი ინდიკატორი ინდიკატორის შესაბამისი ქულა მიღებული ქულა





მათემატიკური ობიექტების და ენის გამოყენება არაადეკვატურად იყენებს ცნებებს, ტერმინებს, აღნიშვნებს, არასრულყოფლივად წარმოადგენს მონაცემებს 1 3



იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ზოგიერთ ცნებას, ტერმინსა და აღნიშვნას ნაწილობრივ თუმცა, არა ორგანიზებულად წარმოადგენს მონაცემებს 4 5



იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ცნებების, დებულებებისა და აღნიშვნების უმეტესობას. ახდენს მონაცემთა ორგანიზებას და წარმოდგენას 6 7



იყენებს ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ყველა ცნებას, დებულებას და აღნიშვნას. ირჩევს მონაცემთა ორგანიზებისა და წარმოდგენის ოპტიმალურ ფორმას 8 10



ამოცანის ამოხსნის გზა ვერ პოულობს ამოხსინის რომელიმე გზას 1 3

პოულობს ამოხსნის რომელიმე გზას, იწყებს მაგრამ ვერ ასრულებს ამოხსნას 4 5

პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას, მიყვება მას, თუმცა ხარვეზებით 6 7

პოულობს ამოცანის ამოხსნის ოპტიმალურ გზას, ბოლომდე ახდენს მის რეალიზებას 8 10

კავშირები დამიმართებები ამოიცნობს ორ, ოდნავ განსხვავებული ფორმით წარმოდგენილ იდენტურ მათემატიკურ ობიექტს(მაგ. განსხვავებული ასითი აღნიშვნებით ჩაწერილ ერთსა და იმავე ალგებრულ გამოსახულებას) 1 3



ამოიცნობს ორ, განსხვავებული ფორმით წარმოდგენილ, იდენტურ მათემატიკურ ობიექტს(მაგ. სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილ ერთსა და იმავე ასახვას) 4 5



აღწერს კავშირს სხვადასხვა სტანდარტულ მათემატიკურ ობიექტსა თუ პროცედურას შორის(მაგ. განტოლების ამოხსნა და მოცემული ასახვისათვის მოცემული მნიშვნელობის წინა სახის პოვნა) 6 7



აღწერს და იყენებს კავშირს სხვადასხვა მათემატიკურ ობიექტებსა თუ პროცედურებს შორის(მაგ. იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს და ტოლობის, უტოლობის თვისებებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას) 8 10



გამოთვლები გამოთვლები არ მეტყველებს ამოცანის გაგებაზე, შედეგი არაადეკვატურია 1 3

შეიცავს გამოთვლების ძირითად ნაწილს, რეალიზება ნაწილობრივ არასწორია 4 5

გამოთვლები ძირითადად სწორია, თუმცა შეიცავს ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს 6 7

გამოთვლები სწორია, არჩეული და გამოყენებული აქვს გამოთვლების ოპტიმალური ხერხი 8 10

вторник, 13 октября 2009 г.